[colio id=”aqcia”]

სერვის ცენტრის მენეჯერი

/ ორშაბათი, 30 აპრილი 2018 /
პოზიცია: სერვის ცენტრის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაწყების თარიღი: 18.04.2018
დამთავრების თარიღი: 30.04.2018

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება
  • საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი
  • საოპერაციო რისკების კონტროლი
  • დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სესხების დამტკიცება
  • სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი
  • სალაროში ფულის მოძრაობის კონტროლი
  • სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მისოს დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი
  • სერვის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მისოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინისა და ქცევის ნორმების დაცვის კონტროლი
  • სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
  • საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საკრედიტო კუთხით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: vacancy@girocredit.ge

ზევით

მოგვწერეთ !

)
    is typing...

    შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გამოგვიგზავნეთ შეტყობინება.

    გაგზავნა დახურვა