ისტორია

"გირო კრედიტი", რომლის ძირითად საქმიანობას ფინანსური  ოპერაციების წარმოება წარმოადგენს დაფუძნდა  2010 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი (2011.20 დეკემბერი) რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე გახდა სანდოობის მაღალი ხარისხის და ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია.

დღიდან დაარსებისა კომპანია დინამიურად ვითარდება ქართულ ფინანსურ ბაზარზე,მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს, რაც განაპირობებს კომპანიისა და მომხმარებლის წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას.გამომდინარე აქედან, კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი,სწორედ კლიენტზე ორიენტირებული მომსახურებაა.

კომპანიის წარმატების საფუძველს ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად წარმოადგენს გუნდური სულისკვეთება,  პროფესიონალიზმი, სანდოობა და გამჭვირვალობა, სერვისების ფართო არჩევანი და მომსახურების მაღალი ხარისხი.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაგირო კრედიტმა“ 2012 წლიდან გაზარდა აქტივები,კერძოდ შეიძინა საოფისე ფართები: პეკინის გამზირი 3-ში(ორგანიზაციის ფილიალი, ყაზბეგის გამზირი №19-ში (ორგანიზაციის ფილიალი) და დადიანის ქ. №193-ში (სადაც განათავსა კომპანიის სათაო ოფისი)  , ორგანიზაციის ფილიალი ასევე ფუნქციონირებს  ყაზბეგის გამზირი 31-ში.

აქტივების ზრდასთან ერთად მატულობს   დასაქმებულთა რაოდენობაც. კომპანიის მენეჯმენტი ზრუნავს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვასა და მათი შემდგომი, კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის, თანამშრომელთათვის გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაზღვევა (თანადაფინანსებით), ფულადი საჩუქარი, საბონუსე სისტემა.  ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 44 მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრი, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და ნაკისრი ვალდებულებების უპირობო შესრულებას.

 

 

ჩვენი სერვისით მომსახურება შესაძლებელია  „გირო კრედიტის“ სათაო ოფისსა და ფილიალებში  ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

შეავსე განაცხადი

დაითვალე სარგებელი