fbpx

კომპანიის შესახებ

    „გირო კრედიტი“ დაფუძნდა 2010 წლის 21 ოქტომბერს.კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სესხებს. კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი (2011 წლის 20 დეკემბერი), რაც კომპანიის ცნობადობის  გაზრდისა და გაამყარების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის.

    უკვე 13 წელია „გირო კრედიტი“ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება და დღესდღეობით 7 ფილიალით არის წარმოდგენილი.

მისია & მიზნები

     ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი,სწრაფი და მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.გამარტივებული და საუკეთესო პირობებით გთავაზობთ შემდეგ პროდუქტებს:ბიზნეს სესხს,აგრო სესხს,იპოთეკურ სესხს,ავტო სესხს,სესხს ოქროს და სპეც ტექნიკის უზრუნველყოფით ,ვალუტის კონვერტაციას.

     მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის“ განვთარების ძირითად სტრატეგიასა და მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნესის მოცულობისა და ბაზრის წილის ზრდა,არამედ კომპანიისთვის პრიორიტეტულია  საკრედიტო პორთფელის ხარისხი,მომსახურების სტანდარტი და ეფექტიანობა,ბაზარზე რეპუტაციისა და სანდოობის მოპოვება და შენარჩუნება.

„გირო კრედიტის“ მთავარი პრინციპები:

ხარისხი & სერვისი

      მაღალი ხარისხის სტანდარტების დადგენა მუშაობის ყველა ასპექტში კომპანიის მთავარი ღირებულებაა,“გირო კრედიტი“ ორიენტირებულია სიახლეებზე,მომსახურების მაღალ ხარისხზე.შევისწავლით მომხმარებლის მოთხოვნილებებს და ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა რესურსი მათთვის საუკეთესო,კომფორტული და მოქნილი პირობების შესათავაზებლად.

გუნდურობა

      კომპანიის გუნდი შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებით,შესაბამისად კომპანია აქცენტს აკეთებს მაღალი რანგის პროფესიონალების დასაქმებაზე,მათთვის მოტივაციის ზრდასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

პასუხისმგებლობა

      კომპანია საკუთარ თავზე იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას,რომელიც მას აკისრია ეკონომიკური ზრდის პროცესში მონაწილეობის,ფინანსური სექტორის გაძლიერების და ქვეყნის შიგნით მრეწველობის განვითარების კუთხით.

ზევით