„გირო კრედიტის“ გუნდი

გირო კრედიტის" წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიონალი კადრები და ეფექტური გუნდური საქმიანობაა.

ორგანიზაციის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი.

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

ლაშა მურადაშვილი

მურადაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა ხელმძღვნელის პოზიციას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სამსახურებში. ლაშა გახლდათ რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლაშა ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარიხს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მიმართულებით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით ლექვთაძე

სამეთვაყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან, მას გააჩნია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ დავითი იკავებს დეველოპერული კონპანია „კონსოლის" დირექტორის თანამდებობას, სხვადასხვა კერძო კომპანიებში იკავებდა გაყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობას.
დავითი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს მარკეტინგის სპეციალობით, ასევე მაგისტრის ხარისხს ტურიზმის მიმართულებით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

როლანდი გუგუმბერიძე

როლანდი გუგუმბერიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. მას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორში.
1995-2011 წლებში იგი იკავებდა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო კონსულტანტის პოზიციას.
მან 1982 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ეკონომიკის სპეციალობით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ბესიკ ლექვთაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. ბესიკს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადახვა დროს იკავებდა მთავარი ინჟინერის, მმართველი და ფინანსური მენეჯერის პოზიციებს წამყვან კომპანიებში.
ბესიკი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს - ინჟინერ მშენებელ-ტექნოლოგის სპეციალობით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით ბოლქვაძე

დავით ბოლქვაძე „გირო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან, დავითი წარმატებით ხელმძღვანელობს საკუთარ კომპანიას ავეჯის აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. იგი ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერტეტის ბაკალავრის ხარისხს.

დირექტორი

გიორგი გუგუმბერიძე

მისო „გირო კრედიტის“ დამფუძნებელი, იგი 2012 წლიდან იკავებს დირექტორის თანამდებობას. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში, ბოლო წლების განმავლობაში გიორგიმ დააფუძნა და წარმატებით ხელმძღვანელობს კომპანიას ფინანსებისა და სამშენებლო სექტორში.
გიორგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს - ეკონომიკის სპეციალობით.

ფინანსური & საოპერაციო დირექტორი

თომა მჭედლიშვილი

თომა მჭედლიშვილი „გირო კრედიტის“ გუნდს 2017 წელს შემოუერთდა, იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე ფინანსური მართვის კუთხით. მისი გამოცდილების სფერო მოიცავს, სასესხო ინვესტიციებს, კორპორატიულ ფინანსებს, ასევე ბუღალტრულ სტანდარტებს და აღრიცხვიანობას.
მას მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრის წოდება იორკის უნივერსიტეტიდან (კანადა).

შიდა აუდიტი

ზაალ თურქაძე

ზაალ თურქაძე გირო კრედიტის გუნდს 2017 წლიდან შემოურთდა. მას მრავალ წლიანი გამოცდილება გააჩნია ბუღალტრული და აუდიტორული მიმართულებით, იგი იკავებდა მენეჯერულ თანამდებობებს საქართველოს წამყვან აუდიტორულ ფირმებში.
ზაალი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

მთავარი ბუღალტერი

მარიანა მხითარიანი

მარიანა „გირო კრედიტის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.
მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსების სფეროში.
მარიანა ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს.

ზევით

მოგვწერეთ !

)
    is typing...

    შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ.

    ჩათის დაწყება დახურვა