fbpx
აღწერა

ფულადი გზავნილები

რატომ მანიგრამი?

  • სწრაფი, მარტივი  და სანდო  ფულადი გზავნილები აშშ  დოლარში და ევროში;
  • საბანკო ანგარიში არ მოითხოვება;
  • გადარიცხვისთვის საჭირო დრო: 0:10 - 0:15 სთ.

ზოგადი ინფორმაცია 

მანიგრამი არის მსოფლიოში ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფულადი გზავნილების ქსელი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ გააგზავნო ან მიიღოთ თანხა 200-ზე მეტ  ქვეყანაში.

თანხის გასაგზავნად საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:

  • მიმღები ქვეყანა;
  • მიმღების სახელი და  გვარი;
  • გამგზავნის სახელი და გვარი;
  • გამგზავნის პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები;
  • გამგზავნის მისამართი  - ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა, საფოსტო ინდექსი;

ქვეყნის და თანხის ლიმიტის გათვალისწინებით დამატებით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • გამგზავნის და მიმღების დაბადების თარიღი;
  • გამგზავნის საქმიანობა;
  • გზავნილის თანხის წარმომავლობა;

თანხის მისაღებად საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:   

  • გზავნილის საკონტროლო ნომერი;
  • გამომგზავნის სახელი და გვარი
  • ვალუტის და თანხის ოდენობა;
  • მიმღების სახელი გვარი;
  • მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები;
  • მიმღების მისამართი  - ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა, საფოსტო ინდექსი;

ქვეყნის და თანხის ლიმიტის გათვალისწინებით დამატებით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • მიმღების დაბადების თარიღი;
  • მიმღების საქმიანობა;
  • გზავნილის მიზნობრიობა;

თანხის გაგზავნის საკომისიო გზავნილის თანხის 1%-3% (ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე)
თანხის მიღება უფასო

რატომ რია?

  • მიიღე ფული მომენტალურად
  • 207 000 განაღდების პუნქტი მსოფლიოში
თანხის გასაგზავნად თქვენ დაგჭირდებათ
  • გამგზავნის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მიმღების სახელი და გვარი
  • თანხის მიღების ადგილი
  • გადასარიცხი თანხა და ვალუტა

დამატებით შეიძლება დაგჭირდეთ:

  • მიმღების პირის საცხოვრებელი ქვეყანა
  • მიმღების პირის საცხოვრებელი მისამართი
  • საფოსტო ინდექსი
თანხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ
  • გზავნილის 11 ნიშნა ნომერი
  • გამომგზავნის სახელი და გვარი
  • ვალუტის და თანხის ოდენობა

    გადარიცხვისთვის საჭირო დრო: 0:01 - 1:00 სთ;

თანხის გასანაღდებლად საჭიროა წარმოდეგნილი იყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

თანხის გაგზავნა ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში (მათ შორის, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) 2.25%, მინ. 4 USD/EUR
თანხის გაგზავნა შემდეგ ქვეყნებში (უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა) 1%, USD/EUR
სხვა ქვეყნები 4%, მინ. 4 USD/EUR
გზავნილის ლიმიტი 7,500 USD/ 5,000 EUR

რატომ ინტელექსპრესი?

  • 0.35% მინ. გაგზავნის საკომისიო
  • მიიღეთ და გააგზავნეთ თანხა ანგარიშის გახსნის გარეშე

ინტელექსპრესი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ან გადარიცხოთ თანხა ბანკიდან ანგარიშის გახსნის გარეშე 35 ქვეყნის მიმართულებით. თანხის გაგზავნა შესაძლებელია ლარსა, აშშ დოლარსა და ევროში.

თანხის გასანაღდებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • გზავილის კოდი
  • გამომგზავნის სახელი და გვარი
  • ქვეყანა
  • გამოგზავნილი თანხის ოდენობა
  • მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთი
თანხის გასაგზავნად დაგჭირდებათ:
  • მიმღების სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • მიმღების ქვეყანა და მისამართი
  • გადასარიცხი თანხა
  • გადასარიცხი ვალუტა
  • გამგზავნის პირადობის დამადასტურებელი საბუთი

    გადარიცხვისთვის საჭირო დრო: 0:05 - 0:20 სთ;

გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში საერთაშორისო გადარიცხვები
GEL 0.35%-0.4% 1%-3%
სხვა ვალუტა (USD, EUR) 0.5% 1%-3%

რატომ ზოლოტაია კორონა?

  • 1% გაგზავნის საკომისიო
  • გზავნილის მომენტალური მიღება
ზოლოტაია კორონა გთავაზობთ იაფად გააგზვნოთ და მიიღოთ თანხა დსთ-ს ქვეყნებში.
  • სისწრაფე - თანხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე წუთში
  • კომფორტი - გაგზავნისას თქვენ დაგჭირდებათ მხოლოს მიმღების ქვეყნის, ქალაქის, სახელისა და გვარის მითითება
  • უსაფრთხოება - თქევნ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი გზავნილის სტატუსი საიტზე - www.perevod-korona.com
  • სიმარტივე - გაგზავნისას მიუთითეთ მიმღების მობილურის ნომერი და იგი ავტომატურად მიიღებს გზავნილის კოდს SMS შეტყობინებით. გსურთ გაიგოთ გზავნილის გატანის შესახებ? გაგზავნისას მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერიც და თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თანხის განაღდების შესახებ.

გადარიცხვისთვის საჭირო დრო: 0:01 - 0:15 სთ.

თანხის მიღება უფასო
რუსეთიდან თანხის გადმორიცხვა <2000 USD/1200 EUR - 1%, >2000 USD/1500 EUR - 0.5%, არაუმეტეს 15 USD/15 EUR/750 RUR
საქართველოდან რუსეთში თანხის გაგზავნა 1%, არაუმეტეს 40 USD/30 EUR/1000 RUR
თანხის მიღება უფასო
საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაგზავნა 1%-დან, ქვეყნის მიხედვით

რატომ კონტაქტი?

  • სწრაფი გზავნილები რუბლსა და სხვა ვალუტაში
  • საბანკო ანგარიში არ მოითხოვება

CONTACT ფულადი გზავნილების სისტემა წარმოადგენს პირველ რუსულ სისტემას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფიზიკური პირების მიერ (საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე) საერთაშორისო ფულადი გზავნილებისა და გადახდების განხორციელება.

ფულადი გზავნილები ანგარიშის გაუხსნელად CONTACT-ის საშუალებით ხორციელდება აშშ დოლარში, ევროსა და რუსულ რუბლში.

გადარიცხვისთვის საჭირო დრო:  0:05 - 24:00 სთ;

თანხა საკომისიო
რუსეთი, დსთ-ს ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო 0 - 4,000 USD, 0 - 3,000 EUR 1%
რუსეთი, დსთ-ს ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო 4 001-20,000 USD, 3001-20,000 EUR ფიქსირებული 40 USD/30 EUR
სხვა ქვეყნები 0 - 4,000 USD, 0 - 3,000 EUR 3.0%
სხვა ქვეყნები 4 001-20,000 USD, 3001-20,000 EUR -

რატომ იუნისტრიმი?

  • გადარიცხვების დაბალი საკომისიო
  • საბანკო ანგარიში არ მოითხოვება

იუნისტრიმი წარმოადგენს ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად, სწრაფად და უსაფრთხოდ გადაუგზავნოთ თანხა თქვენს ახლობლებს და მეგობრებს რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და შორეულ საზღვარგარეთში.

 

იუნისტრიმის ფულადი გზავნილების უპირატესობები:

  • მომგებიანია: გადარიცხვების დაბალი საკომისიო რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და შორეულ საზღვარგარეთში
  • მარტივია: არ არის საჭირო ანგარიშის გახსნა, არც გამგზავნი და არც მიმღები პირისთვის
  • სწრაფია: გადარიცხვის გაფორმება რამოდენიმე წუთში ხდება.
  • მოსახერხებელია: გზავნილის გაგზავნისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თანხის მიღების კონკრეტული მისამართი, ან მხოლოდ ქვეყანა და ქალაქი

 

მილიონობით მომხმარებელი მთელ მსოფლიოში ენდობა იუნისტრიმს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ადრესატი სწრაფად მიიღებს გზავნილს.

გადარიცხვისთვის საჭირო დრო:  0:10 - 48:00 სთ;

 

გზავნილის გაგზავნისთვის საჭიროა:

  • მომსახურების მისაღებად მიმართეთ "გირო კრედიტის" უახლოეს ფილიალს
  • თან იქონიოთ პირადობის მოწმობა
  • ამოირჩიოთ ქვეყანა და ქალაქი, სადაც გადაირიცხება თანხა

გზავნილის მისაღებად საჭიროა:

  • გამგზავნისგან გაიგოთ  ინფორმაცია საკონტროლო ნომრის და თანხის რაოდენობის  შესახებ
  • მიმართოთ ბანკის ოფისს, რომელიც ახორციელებს გზავნილებს იუნისტრიმის სისტემის საშუალებით
  • თან იქონიოთ თქვენი პირადობის მოწმობა

 

ფულადი გზავნილი იქნება გადმოცემული  სრულად, საკომისიოს დაკავების გარეშე.
სპეციალური შეთავაზებებზე და პირობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნისტრიმის ვებ გვერდს მისამართზე www.unistream.com

გადარიცხვის ვალუტა აშშ დოლარი და ევრო
გადარიცხვის საკომისიოები
დსთ-ს ქვეყნები < 2999 USD/EUR - 1%, >3000 USD/EUR - 35 USD/EUR
რუსეთი < 2999 USD/EUR/100 000 რუბლი - 0.95%, >3000 USD/EUR - 35 USD/EUR/990 რუბლი
თურქეთი 1.5%-დან
საბერძნეთი 0.6%, მინ 5 USD/EUR
დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი 1.50%
ისრაელი 1.70%
თანხის მიღება უფასო
გზავნილის უსაფრთხოება თანხის გაგზავნისას გადმოგეცემათ უნიკალური 10 ნიშნა კოდი, რომელიც საიდუმლოა და უნდა აცნობოთ მხოლოდ თანხის მიმღებს

რატომ მარდი?

  • არ საჭიროებს ანგარიშის გახსნას;
  • თანხის ასახვა ხდება მომენტალურად;
  • საკმარისია, კლიენტმა წარმოადგინოს გზავნილის კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწრაფი ფულადი გადარიცხვების სისტემა საქართველოს მასშტაბით!

  • თანხის გაგზავნა/განაღდება – GEL; USD; EUR;
  • საკონტროლო ნომერი (კოდი) - 11 ციფრი;
  • გადარიცხვის ერთჯერადი ლიმიტი – 3000 ერთეული, გზავნილის ვალუტაში.
  • გზავნილების  გაგზავნა და განაღდება ხდება გირო კრედიტის ნებისმიერ ფილიალში, ქალაქის მასშტაბით;
  • როგორც თანხის გამგზავნმა, ასევე, თანხის მიმღებმა, იდენტიფიკაციის მიზნით, უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. გზავნილის მისაღებად, კლიენტმა უნდა იცოდეს გზავნილის კოდი, თანხა, გამომგზავნის სახელი და გვარი.

გზავნილის საკომისიო
1000 ერთეულამდე 5 ერთეული
1000.01 - 1500 ერთეული 7 ერთეული
1500.01 - 3000 ერთეული 10 ერთეული

რატომ Western Union?

  • გააგზავნე ან/და მიიღე თანხა მაქსიმალურად სწრაფად საბანკო ანგარიშის გაუხსნელად აშშ დოლარში, ევროში და ლარში მსოფლიოს 200–ზე მეტ ქვეყანაში 500 000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით;

Western Union - მართეთ ფული თქვენთვის მოსახერხებელი გზით!

ზევით