ავტო სესხი

 ავტოსესხი გაიცემა  40 წუთში მოძრაობის უფლებით, გადაფორმების გარეშე ,უზრუნველყოფის მაღალი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით.მხოლოდ პირადობის მოწმობის და ავტომობილის ტექ-პასპორტის  საფუძველზე.

 
    ავტოსესხის პირობები:
  სესხები გაიცემა ავტომობილის (2000 წელს ზემოთ) უზრუნველყოფით.სესხის ოდენობა შეადგენს მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილის სალიკვიდაციო ღირებულების 40%-ს,ხოლო გაჩერების შემთხვევაში სალიკვიდაციო ღირებულების 60%-ს. სესხის მოცულობა 2500 ლარიდან 50000 ლარამდე.გაჩერების შემთხვევაში ისარგებლებთ გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

  სესხის პროცენტის და ძირის დაფარვის გადახდა შესაძლებელია „გირო კრედიტის“ ფილიალებში,საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით.შესაძლებელია ძირის შემცირება ყოველგვარი წინსწრების გადახდის პირგასამტეხლოს გარეშე (გარდა ანუიტეტური ტიპის სესხისა), ძირის შემცირების შემთხვევაში იხდით   უკვე შემცირებულ ძირზე დარიცხულ პროცენტს,სესხის დაფარვის თავისუფალი გრაფიკი.საჭიროების შემთხვევაში კი საკრედიტო ხაზით განსაზღვრული ლიმიტის ათვისება. ასევე გთავაზობთ გადახდის ანუიტეტურ გრაფიკს, როდესაც სესხი იფარება  ეტაპობრივად, ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის თანაბარი ყოველთვიური შენატანებით.

 
    
  
    ხანგრძლივობა:
  *ავტოსესხით სარგებლობა შესაძლებელი სამი წლის განმავლობაში. 
 
  *გაჩერების შემთხვევაში ავტომობილი განთავსდება სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე.
 
    საჭირო საბუთები:
  *მესაკუთრის პირადობის მოწმობა.
  *ავტომობილის ტექ-პასპორტი.
  *თავდების პირადობის მოწმობა (თუ სესხის უზრუნველყოფა მოძრაობითაა)
 
  სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში,  გადაფორმების გარეშე ფიზიკურ პირებზე.
  სესხი გაიცემა ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში,იურიდიულ პირებზე.
  
 
 
 
 
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ შპს მისო „გირო კრედიტში“ ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას,გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.