fbpx

ახლოს ახდენილ სურვილთან

რატომ გვიყვარს ახალი წელი? ზოგისთვის ეს დღე გადაბმულ დასვენებებთან ასოცირდება, ზოგისთვის გემრიელ, საახალწლო სუფრასთან და მეგობრებთან კარგი დროის გატარებასთან, ზოგისთვის ახალი წელი გამორჩეულად საოჯახო დღესასწაულია და უყვარს იმიტომ რომ ამ დღეს მთელი ოჯახი ერთიანდება, იკრიბება და აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. ბევრისთვის შეიძლება წინა, წარუმატებელი ან ცუდი მოგონებებით დატვირთული წლის დასასრულს ნიშნავდეს, ზოგი კი პირიქით წარმატებული წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს და ახალ გამოწვევებს ელოდეს ახალი წლისგან. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაც უმრავლესობას გვაერთიანებს არის სიახლის მოლოდინი, ახალი იმედები და კიდევ უფრო დაახლოება ჩვენს სურვილებთან. ხშირად, ახალ წელს ვუკავშირებთ გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს რომ დავძლევთ ჩვენს სხვადასხვა მავნე ჩვევას და გავხდებით უკეთესები, მივაღწევთ უფრო მეტს, გავხდებით უფრო წარმატებულები, გამოვიმუშავებთ მეტს და ამით დავუახლოვდებით ჩვენი სურვილების ასრულებას - შევიძენთ ახალ ბინას, ვიყიდით ჩვენს პირველ ავტომობილს ან ჩვენს სახლს დავამსგავსებთ ჩვენი ოცნების მყუდრო ადგილს, განვახორციელებთ ჩვენს იდეებს და ვაქცევთ წარმატებულ ბიზნესად. საახალწლო რეზოლუციები მნიშვნელოვანია ჩვენი თავის უკეთეს ვერსიად გარდაქმნისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ სურვილების ასრულება გაცილებით უფრო ახლოს შეიძლება იყოს ვიდრე გვგონია.

გირო კრედიტთან ერთად თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ახალ წელს შეხვდეთ მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, სიახლესთან რაც ერთი შეხედვით შეიძლება გაცილებით შორს სჩანდეს ან შეიძლება ოცნებასაც კი ვერ ბედავთ ცხოვრების ამ ეტაპზე. გიროს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოიწყოთ თქვენი ოცნების ახალი წელი, თქვენი ოცნების სახლში ან გაემგზავროთ სამოგზაუროდ თქვენი ოცნების ავტომობილით, იფიქროთ თუ როგორი იქნება მომავალ ახალ წელს თქვენი მშენებარე სახლი და სად მიუჩინოთ ადგილი უფრო დიდ და ლამაზ ნაძვის ხეს მომავალ წელს  - იგრძნოთ თავი ახლოს თქვენი სურვილების ასრულებასთან.

ზევით