fbpx

შენზე მორგებული ოქროს ლომბარდი

ვინ თვალს გვადევნებდით, გემახსოვრებათ, რომ ჩვენს წინა ბლოგში ვისაუბრეთ ოქროს ლომბარდის გადახდის პირობებისა და საფინანსო ორგანიზაციის სწორად შერჩევის შესახებ. ჩვენი დღევანდელი სტატიაც ამ თემის გაგრძელებაა, უფრო კონკრეტულად კი შევეხებით ერთ ძალიან მოსახერხებელ და კომფორტულ საკრედიტო პროდუქტს, რომელსაც  უჯარიმო ოქროს ლომბარდი ქვია.

კრედიტი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ხშირად სხვადასხვა ნივთის თუ მომსახურების შესაძენად იმაზე გაცილებით დიდი თანხის გადახდაა საჭირო, ვიდრე ჩვენი თვიური შემოსავალი, ან თუნდაც ჩვენი დანაზოგია. სესხის აღების პროცესი რამდენადაც სიახლესთანაა დაკავშირებული, იმდენადვე დისკომფორტის შემქმნელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სესხის გადახდის პერიოდი მოდის. კვლევები აჩვენებს, რომ სესხით მოსარგებლე ადამიანებისთვის მთავარი თავის ტკივილი იმაზე ფიქრია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ შეძლებენ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვას. ასეთი ფიქრების დროს თავში მოგვდის სიტყვები, როგორიცაა: „ჯარიმა“, „პროცენტი“, „პირგასამტეხლო“ და ა.შ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ძირითად შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ან პროცენტული პირგასამტეხლო ერიცხება მსესხებელს. მაგრამ არსებობს საკრედიტო პროდუქტები, რომელთა სარგებლობის შემთხვევაშიც, მარტივადაა შესაძლებელი თავიდან ავირიდოთ მსგავსი სტრესი და გადავიხადოთ თავისუფალი გრაფიკით - ანუ ვისარგებლოთ სესხით უჯარიმოდ.

უჯარიმო ოქროს ლომბარდი არის საკრედიტო პროდუქტი, როდესაც თქვენ იღებთ თანხას დღეს, სესხის პროცენტის გადახდას კი იწყებთ და აგრძელებთ მაშინ, როცა გსურთ ან გაქვთ ამის შესაძლებლობა. სესხს სრულად დაფარვა მაშინ გიწევთ, როდესაც თქვენი ნივთის ლომბარდიდან გატანას გადაწყვეტთ. ამ პროდუქტით სარგებლობას გირო კრედიტში შეძლებთ. გარდა გადახდის თავისუფალი გრაფიკისა, გირო კრედიტში თქვენს ოქროს გარანტირებულად უმაღლესი სტანდარტით შეაფასებენ, რაც მოიცავს არამხოლოდ ღირებულების მაღალ შეფასებას, არამედ სინჯის აღების სწორ მეთოდს, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლის მთავარი სადარდებელია. გირო კრედიტი შემოწმება ხდება სპეციალური ზედაპირის მქონე ქვითა და სინჯების ხსნარის დახმარებით. ამ ტიპის შემოწმებისას, განსხვავებით ჩაქლიბვის მეთოდისა, ოქრო არც ზიანდება და არც აკლდება რაიმე რაოდენობა.

დღევანდელი ბლოგი რომ შევაჯამოთ, მათთვის ვისაც სურს საკუთარი ოქროს ნივთის გარანტიით მაქსიმალური თანხის სესხად მიღება, თანაც ისე, რომ არც ნივთი დაუზიანდეს და არ მიიღოს სტრესი ყოველთვიური გადასახადების მოლოდინში, უკვე იცით, რომ არსებობს უჯარიმო ოქროს ლომბარდი - პროდუქტი, რომელიც თქვენს ინტერესებს იდეალურად მოერგება.

ზევით