fbpx

რატომ გიროში კონვერტაცია?

პარასკევი, 04 აგვისტო 2023 by

რატომ გიროში კონვერტაცია?

გლობალიზებულ სამყაროში, ფინანსური ტრანზაქციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
არ აქვს მნიშვნელობა რისთვის გჭირდება ვალუტის კონვერტაცია: სამოგზაუროდ, საკუთარი ბიზნესისთვის, დანაზოგის მყარ ვალუტაში დასაგროვებლად, უცხოეთიდან მიღებული გზავნილების ეროვნულ ვალუტაში გასაცვლელად თუ სხვა – სანდო ვალუტის გადამცვლელ კომპანიასთან ურთიერთობას, შენთვის მრავალი უპირატესობის მოტანა შეუძლია.
ამ ბლოგში ჩვენ გაგანდობთ, თუ რატომ არის ვალუტის „გირო კრედიტში“ კონვერტაცია მომხმარებლისთვის ყველაზე ეფექტური და სარგებლიანი.|

უმაღლესი კურსი

„გირო კრედიტი“ საკუთარ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო კურსს სთავაზობს, რაც ვალუტის კონვერტაციისას, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას გამორიცხავს.
კონვერტაცია საკომისიოს გარეშე
როდესაც საქმე ფინანსურ მომსახურებას ეხება, გამჭირვალეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რომლითაც კომპანია ადამიანთა ნდობას იმსახურებს. სხვა მრავალი კომპანიისგან განსხვავებით, „გირო კრედიტში“ ვალუტის კონვერტაცია არ ითვალისწინებს დამატებითი საკომისიოს გადახდას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან ვალუტის გაცვლის შემთხვევაში, თქვენ სრულიად თავისუფალი იქნებით დამატებითი გადასახადისგან.
დიდი ოდენობით თანხის გაცვლის შესაძლებლობა
სამწუხაროდ, არსებობს პრაქტიკა, როდესაც დიდი ოდენობის თანხის კონვერტაციისას, სხვადასხვა ფინანსური კომპანიები, საკუთარ კლიენტებს უარით ისტუმრებენ. „გირო კრედიტი“ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაცვალოს ნებისმიერი ოდენობის თანხა სასურველ ვალუტაში და მეტიც, დიდი ოდენობით თანხის კონვერტაციისას, ვალუტის კურსის მათ სასარგებლოდ ცვლილების შესაძლებლობასაც აძლევს.

სანდოობა

უკვე 13 წელია, რაც „გირო კრედიტი“ ფინანსურ საქმიანობას ეწევა, რა დროის განმავლობაშიც, კომპანიამ შეძლო მომხმარებლის უპირობო ნდობის მოპოვება. ასევე, მას საქართველოს ეროვნული მანკის მიერ მინიჭებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი სანდოობას.
შესაბამისად, თუ ეძებ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიას, რომელიც ვალუტის კონვერტაციის საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებს – გირო კრედიტი შენთვის იდეალური არჩევანია.

ახალი ფილიალი გორში

პარასკევი, 16 ივნისი 2023 by

ახალი ფილიალი გორში!!!

ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილ #9ა-ში გაიხსნა გირო კრედიტის ახალი ფილიალი!!!

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი შემდეგი მომსახურებით:

  • ბიზნეს სესხი;
  • იპოთეკური სესხი;
  • ავტო სესხი;
  • ოქროს სესხი:
  • ვალუტის კონვერტაცია;
  • ფულადი გზავნილები;
  • სხვა სახის ფულადი ოპერაციების შესრულება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაკვიკავშირდით: 598 92 80 85.

იცხოვრე დღეს

კვირა, 17 ოქტომბერი 2021 by
შეგვიძლია ვიცხოვროთ წარსული მოგონებებით, მომავალზე ფიქრით ან ხშირ შემთხვევაში ოცნებით და ამ დროს ხელიდან გავუშვათ აწმყო რომელშიც ვცხოვრობთ
 
 

ახალი ფილიალი გლდანში

პარასკევი, 17 სექტემბერი 2021 by

ახალი ფილიალი გლდანში!!!

ა. ვასაძის #6-ში გაიხსნა გირო კრედიტის ახალი ფილიალი!!!

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი შემდეგი მომსახურებით:

  • ბიზნეს სესხი;
  • იპოთეკური სესხი;
  • ავტო სესხი;
  • ოქროს სესხი:
  • ვალუტის კონვერტაცია;
  • ფულადი გზავნილები;
  • სხვა სახის ფულადი ოპერაციების შესრულება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაკვიკავშირდით: 598 92 80 85.

საშეღავათო პერიოდი

ორშაბათი, 23 მარტი 2020 by

საქართველოში კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, გირო კრედიტი მომხმარებლებს სთავაზობს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას 2020 წლის 01 ივნისამდე.
აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ყველა ტიპის საკრედიტო პროდუქტებზე, რომლებიც გაცემულია 2020 წლის 16 მარტამდე.

ხშირად დასმული კითხვები:

მომხმარებლებს, რომელთაც ეკისრებათ სასეხო ვალდებულების გადახდა 2020 წლის 16 მარტიდან, ეძლევათ შესაძლებლობა ფილიალში ვიზიტის გარეშე გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი 2020 წლის 1 ივნისამდე.

1. ვისზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?
ყველა მომხმარებელზე

2. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?
ყველა საკრედიტო პროდუქტს: ოქროს ლომბარდს, ავტო ლომბარდს, იპოთეკური სესხს, ბიზნეს სესხს.

3. რა იგულისხმება საშეღავათო პერიოდში

  • მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადაუხდელობის გამო იმყოფებიან ვადაგადაცილებაში, დაუკორექტირდებათ მარტის თვის განმავლობაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.
  • მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და უკვე განახორციელეს გადახდა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე.
  • მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადახდის თარიღი ჯერ არ დამდგარა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს მარტის, აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე.
  • საშეღავათო პერიოდი მოქმედებს შესაბამის პერიოდში გადასახდელ სესხის ძირითად თანხაზე და საპროცენტო სარგებელზე.

4. რა პირობებით უნდა მოხდეს საშეღავათო პერიოდში გადავადებული ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა?

  • ანუიტეტური გრაფიკის მქონე სესხებზე სესხის მოქმედების ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის შესაბამისად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის ვადაზე.
  • სალომბარდე ტიპის სესხების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება ერთიანად საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ.

5. გრძელდება თუ არა საშეღავათო პერიოდში სესხზე პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდში, რაც გამოიწვევს ყოველთვიური გადასახდელი თანხის გაზრდას.

6. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ?
ყველა მომხმარებელი მარტის თვეში მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

7. როგორ გაიგებს ის მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ, რომლებმაც 24 მარტამდე განახორციელეს სესხის გადახდა?
ყველა ასეთი მომხმარებელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

8. რა პროცედურით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?
მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც შესაბამის ვადაში უარს განაცხადებენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე.

9. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, ვისაც არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?
საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შემდეგი წესით: შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე გამოგზავნოს ციფრი 0, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის გავრცელებაზე უარის თქმას.

10. დაეკისრება თუ არა მომხმარებელს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო?
იმ მომხმარებლებს, რომლებიც ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, იგივე პერიოდში სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ დაეკისრებათ წინსწრებით დაფარვის საკომისიო ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში.

11. რა თარიღამდე გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე. 16 მარტის შემდეგ გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე მოხდება ინდივიდუალურად განხილვა.

ფილიალების მუშაობის განრიგი

ორშაბათი, 23 მარტი 2020 by

ფილიალების მუშაობის განრიგი

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გირო კრედიტი დროებით ამცირებს ფილიალების რაოდენობას რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ვირუსის გავრცელების რისკი. კლიენტები მომსახურების მიღებას შეძლებთ შემდეგ ფილიალებში:

  • ცოტნე დადიანის 193-ში
  • პეკინის 3-ში;
  • ყაზბეგის 31-ში.

ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ გლდანის და ვარკეთილის ფილიალის კლიენტები კუთვნილი ნივთების გატანას შეძლებთ ცოტნე დადიანი 193-ში, ხოლო ყაზბეგის 19ა-ში მდებარე ფილიალის კლიენტები ნივთების გატანას შეძლებთ ყაზბეგის 31-ში მდებარე ფილიალიდან.

ფორდის წარმატების ისტორია 2

ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 by

ეს არის მიჩიგანელი ინჟინრის ამბავი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკა და მთელი მსოფლიო. ჰენრი ფორდი ის ადამიანია, ვინც ავტომობილი ხემლისაწვდომი გახადა ყველასთვის. მისი მიერ დაარსებული კომპანია ფორდის წარმატების ისტორიიდან დღეს 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს მოგიყვებით:

1. პირველი ტრანსპორტი

პირველი სატრანსპორტო საშუალება ფორდმა 1896 წელს ააგო და მას კვადრიციკლი უწოდა. კვადრიციკლს ქონდა ველოსიპედის 4 ბორბალი და 4 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა.

2. კომპანიის დაარსება

ფორდმა 1903 წელს 12 ინვესტორთან ერთად დაარსა Ford Motor Company და მისი საწყისი კაპიტალი იყო 28 000$. ფორდის გამოგონილი ინოვაციური ამწყობი ხაზის მეშვეობით კომპანიამ დაიწყო იაფი, გამძლე მანქანების გამოშვება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უბრალო ხალხისთვის. პირველი ავტომობილის მოდელს ეწოდა “მოდელ ა”. თითქმის 3 თვეში კომპანიამ მოგების სახით 37 000$ მიიღო.

3. „დღეში 5 დოლარი“

1914 წელს ჰენრი ფორდმა გამოაცხადა ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო, ახალი სამუშაო პირობების შესახებ. ქარხნის მუშების ანაზღაურება სხვა კომპანიებთან შედარებით გაორმაგდა და გახდა დღეში 5$. ამავდროულად, ფორდმა 9 საათიანი სამუშაო დღე შეამცირა 8 საათამდე. ამ წესის შემოღების მომდევნო დღეს, კომპანიის ტერიტორიას მოაწყდა 10 000-მდე მუშა სხვადასხვა ქარხნებიდან, რომლებიც მოხიბლა ფორდის ახალმა სამუშაო პირობებმა.

4. დიდი ავიაცია

1925 წელს კომპანია იწყებს პირველი კომერციული თვითმფრინავების წარმოებას. ამ ფაქტმა ბიძგი მისცა ამერიკაში კომერციული ავიაციის შექმნას და განვითარებას. ფორდმა თვითმფრინავის 35 პატენტი უფასო გახადა ყველასთვის, რითაც ხელ-ფეხი გაუხსნა ამერიკელ ინჟინრებს და გამომგონებლებს.

5. ახალი სიმძლავრე

1932 წელს ფორდმა შექმნა ახალი ინოვაციური ძრავა V8, რომელიც ჰიტი გახდა. დაბალი ფასითა და მაღალი სიმძლავრით ახალმა, გამძლე ძრავამ ამერიკის ბაზარი მალევე დაიპყრო. მისი წარმოება 22 წლის განმავლობაში არ შემწყდარა.

6. მეორე მსოფლიო ომი

1941 წელს ფორდი ამერიკის ჯარისთვის ჯიპების წარმოებას იწყებს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფორდის ქარხანაში აიწყო 8000 ცალი ბომბდამშენი B-24 Liberator.

7. მანქანა ყველას!

1959 წელს დაარსდა Ford Motor Credit Company. ეს არის ფორდის საკრედიტი კომპანია, რომელიც გასცემს სხვადასხვა სახის სესხს ავტომობილის შეძენის მსურველთათვის. ახალი სერვისით ფორდმა კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მისცა მანქანის ყიდვის შესაძლებლობა.

8. ლეგენდის დაბადება

1964 წელს კომპანიამ გამოუშვა ლეგენდარული მოდელი ფორდ მუსტანგი, რომელმაც მთლიანად შეცვალა სამანქანო კულტურა ამერიკაში და იქცა ახალ ტრენდად. გრძელი კაპოტით, მოკლე საბარგულითა და ხელმისაწვდომი ფასით ეს ავტომანქანა გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოდელი ისტორიაში.

9. ახალი რეკორდი

1976 წელს ევროპის ფორდმა გამოუშვა ახალი მოდელი ფიესტა, რომელმაც 1965 წელს ფორდ მუსტანგის დამყარებული გაყიდვების რეკორდი გააუმჯობესა

10. ოჯახური ბიზნესი

დღეს ფორდი არის სიდიდით მსოფლიოში მეორე ოჯახური ბიზნესი, რომელსაც ისევ იგივე ოჯახი მართავს, რომელმაც დააარსა. ამჟამად ჰენრი ფორდის შვილთაშვილი ხელმძღვანელობს კომპანიას და მისი საბაზრო ღირებულება 33 მილიარდ დოლარზე მეტია.
აიღეთ მაგალითი ჰენრი ფორდისგან, ეძებეთ გზები, როგორ გააუმჯობესოთ საკუთარი ბიზნესი, ისე რომ გახადოთ ის უფრო სასარგებლო და მომგებიანი თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. ბიზნესის გაფართოებისთვის ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლიათ, გირო კრედიტისაგან მიიღოთ.

შეიძინე, დააპორტირე ან დაალომბარდე ავტომობილი გირო კრედიტის დახმარებით!

დაპორტირდით ყოველგვარი დანახარჯების გარეშე გირო კრედიტში და მიიღეთ არსებულზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი!

ჩვენ გთავაზობთ:

  • გაცემის საკომისიო 0%
  • პორტირების საკომისიო 0%
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 26.7% დან

თუ გყავთ ავტომობილი და გჭირდებათ თანხა ჩვენ გთავაზობთ ავტო ლომბარდს საუკეთესო პირობებით, უმაღლესი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

  • ავტომობილის ტარების უფლებით
  • ავტომობილი რჩება თქვენს სახელზე

მობრძანდით ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი და მიიღეთ სესხი 30 წუთში!

გირო კრედიტში იპოთეკური სესხის პორტირება შემოსავლების დადასტურების გარეშეა შესაძლებელი!

დაპორტირდი და მიიღე დაბალი საპროცენტო განაკვეთი! ჩვენთან პორტირების და გაცემის საკომისიო უფასოა!

გააერთიანე ყველა ვალდებულება ერთ სესხში და მიიღე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17.2% -დან!

შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა და ჩვენ მალე გიპასუხებთ!

აიღეთ იპოთეკური სესხი გირო კრედიტში და მიიღეთ დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 19.5% -დან

ჩვენთან რეგისტრაციის ხარჯი და გაცემის საკომისიო უფასოა!

შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა  და ჩვენ მალე გიპასუხებთ!

kallyas theme

ზევით