fbpx

„გირო კრედიტის“ გუნდი

გირო კრედიტის" წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიონალი კადრები და ეფექტური გუნდური საქმიანობაა.

ორგანიზაციის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი.

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

ლაშა მურადაშვილი

ლაშა მურადაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა ხელმძღვნელის პოზიციას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სამსახურებში. ლაშა გახლდათ რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლაშა ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარიხს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მიმართულებით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით ლექვთაძე

დავით ლექვთაძე სამეთვაყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან, მას გააჩნია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ დავითი იკავებს დეველოპერული კონპანია „კონსოლის" დირექტორის თანამდებობას, სხვადასხვა კერძო კომპანიებში იკავებდა გაყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობას.
დავითი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს მარკეტინგის სპეციალობით, ასევე მაგისტრის ხარისხს ტურიზმის მიმართულებით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

როლანდი გუგუმბერიძე

როლანდი გუგუმბერიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. მას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორში.
1995-2011 წლებში იგი იკავებდა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო კონსულტანტის პოზიციას.
მან 1982 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ეკონომიკის სპეციალობით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ბესიკ ლექვთაძე

ბესიკ ლექვთაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან. ბესიკს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადახვა დროს იკავებდა მთავარი ინჟინერის, მმართველი და ფინანსური მენეჯერის პოზიციებს წამყვან კომპანიებში.
ბესიკი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს - ინჟინერ მშენებელ-ტექნოლოგის სპეციალობით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით ბოლქვაძე

დავით ბოლქვაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2011 წლიდან, დავითი წარმატებით ხელმძღვანელობს საკუთარ კომპანიას ავეჯის აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. იგი ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერტეტის ბაკალავრის ხარისხს.

დირექტორი

გიორგი გუგუმბერიძე

გიორგი გუგუმბერიძე მისო „გირო კრედიტის“ დამფუძნებელია, იგი 2012 წლიდან იკავებს დირექტორის თანამდებობას. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში.
ბოლო წლების განმავლობაში გიორგიმ სამშენებლო და საფინანსო სექტორში დაარსა კომპანიები, რომლებსაც წარმატებით ხელმძღვანელობს.
გიორგი ფლობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს,საფინასო,საბანკო და საგადასახადო სპეციალობით.

ზევით