ვაკანსია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი, რომლის ძირითად საქმიანობას ფინანსური ოპერაციების წარმოება წარმოადგენს დაფუძნდა 2010 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე გახდა სანდოობის მაღალი ხარისხის და ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია.

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიებს: ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, შესვენება ღამის საათებში - 3 საათი.
ანაზღაურება700 ლარიდან - ზემოთ, გეგმის შესრულების შემთხვევაში ერიცხება პრემიები და ბონუსები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, სასურველია ბრილიანტის ცოდნაც;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infogirocredit@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.girocredit.ge/

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:

09:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
10:00-14:00 (შაბათი)

*ანაზღაურება განისაზღვრება სტაჟის და გამოცდილების მიხედვით. ასევე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ამოქმედდება საბონუსე სისტემა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** სესხის პროექტის შედგენა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია;
** სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (MS Office);

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infogirocredit@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი".

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infogirocredit@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ზევით

მოგვწერეთ !

)
    is typing...

    შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ.

    ჩათის დაწყება დახურვა