სერვის ცენტრის მენეჯერი
პოზიცია: სერვის ცენტრის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაწყების თარიღი: 18.04.2018
დამთავრების თარიღი: 30.04.2018
ძირითადი მოვალეობები:
- სერვის ცენტრის მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება
- საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი
- საოპერაციო რისკების კონტროლი
- დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სესხების დამტკიცება
- სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი
- სალაროში ფულის მოძრაობის კონტროლი
- სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მისოს დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი
- სერვის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მისოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინისა და ქცევის ნორმების დაცვის კონტროლი
- სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
- საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საკრედიტო კუთხით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: vacancy@girocredit.ge