fbpx

ფორდის წარმატების ისტორია

ეს არის მიჩიგანელი ინჟინრის ამბავი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკა და მთელი მსოფლიო. ჰენრი ფორდი ის ადამიანია, ვინც ავტომობილი ხემლისაწვდომი გახადა ყველასთვის. მისი მიერ დაარსებული კომპანია ფორდის წარმატების ისტორიიდან დღეს 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს მოგიყვებით:

1. პირველი ტრანსპორტი

პირველი სატრანსპორტო საშუალება ფორდმა 1896 წელს ააგო და მას კვადრიციკლი უწოდა. კვადრიციკლს ქონდა ველოსიპედის 4 ბორბალი და 4 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა.

2. კომპანიის დაარსება

ფორდმა 1903 წელს 12 ინვესტორთან ერთად დაარსა Ford Motor Company და მისი საწყისი კაპიტალი იყო 28 000$. ფორდის გამოგონილი ინოვაციური ამწყობი ხაზის მეშვეობით კომპანიამ დაიწყო იაფი, გამძლე მანქანების გამოშვება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უბრალო ხალხისთვის. პირველი ავტომობილის მოდელს ეწოდა “მოდელ ა”. თითქმის 3 თვეში კომპანიამ მოგების სახით 37 000$ მიიღო.

3. „დღეში 5 დოლარი“

1914 წელს ჰენრი ფორდმა გამოაცხადა ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო, ახალი სამუშაო პირობების შესახებ. ქარხნის მუშების ანაზღაურება სხვა კომპანიებთან შედარებით გაორმაგდა და გახდა დღეში 5$. ამავდროულად, ფორდმა 9 საათიანი სამუშაო დღე შეამცირა 8 საათამდე. ამ წესის შემოღების მომდევნო დღეს, კომპანიის ტერიტორიას მოაწყდა 10 000-მდე მუშა სხვადასხვა ქარხნებიდან, რომლებიც მოხიბლა ფორდის ახალმა სამუშაო პირობებმა.

4. დიდი ავიაცია

1925 წელს კომპანია იწყებს პირველი კომერციული თვითმფრინავების წარმოებას. ამ ფაქტმა ბიძგი მისცა ამერიკაში კომერციული ავიაციის შექმნას და განვითარებას. ფორდმა თვითმფრინავის 35 პატენტი უფასო გახადა ყველასთვის, რითაც ხელ-ფეხი გაუხსნა ამერიკელ ინჟინრებს და გამომგონებლებს.

5. ახალი სიმძლავრე

1932 წელს ფორდმა შექმნა ახალი ინოვაციური ძრავა V8, რომელიც ჰიტი გახდა. დაბალი ფასითა და მაღალი სიმძლავრით ახალმა, გამძლე ძრავამ ამერიკის ბაზარი მალევე დაიპყრო. მისი წარმოება 22 წლის განმავლობაში არ შემწყდარა.

6. მეორე მსოფლიო ომი

1941 წელს ფორდი ამერიკის ჯარისთვის ჯიპების წარმოებას იწყებს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფორდის ქარხანაში აიწყო 8000 ცალი ბომბდამშენი B-24 Liberator.

7. მანქანა ყველას!

1959 წელს დაარსდა Ford Motor Credit Company. ეს არის ფორდის საკრედიტი კომპანია, რომელიც გასცემს სხვადასხვა სახის სესხს ავტომობილის შეძენის მსურველთათვის. ახალი სერვისით ფორდმა კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მისცა მანქანის ყიდვის შესაძლებლობა.

8. ლეგენდის დაბადება

1964 წელს კომპანიამ გამოუშვა ლეგენდარული მოდელი ფორდ მუსტანგი, რომელმაც მთლიანად შეცვალა სამანქანო კულტურა ამერიკაში და იქცა ახალ ტრენდად. გრძელი კაპოტით, მოკლე საბარგულითა და ხელმისაწვდომი ფასით ეს ავტომანქანა გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოდელი ისტორიაში.

9. ახალი რეკორდი

1976 წელს ევროპის ფორდმა გამოუშვა ახალი მოდელი ფიესტა, რომელმაც 1965 წელს ფორდ მუსტანგის დამყარებული გაყიდვების რეკორდი გააუმჯობესა

10. ოჯახური ბიზნესი

დღეს ფორდი არის სიდიდით მსოფლიოში მეორე ოჯახური ბიზნესი, რომელსაც ისევ იგივე ოჯახი მართავს, რომელმაც დააარსა. ამჟამად ჰენრი ფორდის შვილთაშვილი ხელმძღვანელობს კომპანიას და მისი საბაზრო ღირებულება 33 მილიარდ დოლარზე მეტია.
აიღეთ მაგალითი ჰენრი ფორდისგან, ეძებეთ გზები, როგორ გააუმჯობესოთ საკუთარი ბიზნესი, ისე რომ გახადოთ ის უფრო სასარგებლო და მომგებიანი თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. ბიზნესის გაფართოებისთვის ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლიათ, გირო კრედიტისაგან მიიღოთ.

ზევით