fbpx

იცხოვრე დღეს

შეგვიძლია ვიცხოვროთ წარსული მოგონებებით, მომავალზე ფიქრით ან ხშირ შემთხვევაში ოცნებით და ამ დროს ხელიდან გავუშვათ აწმყო რომელშიც ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი გეგმავს მომავალს, რაც კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს დაგეგმილი მომავალი დღეს უკვე აწმყოა და ვიმოქმედოთ, რათა ვიცხოვროთ დღეს და არა მომავლის ოცნებებში მხოლოდ. ბევრი ფიქრობს რომ გავა დრო, გაეზრდება შემოსავალი, დააგროვებს თანხას და შეძლებს თავისი საოცნებო ან თუნდაც არასაოცნებო, მაგრამ პირველი ავტომანქანის შეძენას. კარგად ხვდება რომ სასურველი თანხის შეგროვებას შეიძლება ათწლეული დასჭირდეს და ამასობაში მისი სურვილებიც კი შეიცვალოს, ერთ დღეს შეიძლება რამე გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო დანაზოგის დახარჯვაც კი მოუწიოს, მაგრამ მაინც ჯიუტად ფიქრობს რომ მომავალში მაინც შეძლებს სასურველი თანხის შეგროვებას და ამ ფიქრებში გადის, ყველაზე მნიშვნელოვანი - აწმყო. იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, საკუთარი სახლისა თუ ბინის შეძენისა თუ გარემონტების შესახებ. ადამიანები წლობით ელოდებიან იმას, რაც რეალურად შეგვიძლია დღეს მივიღოთ. ის ვინც მუშაობს, როგორც დაქირავებული ან აქვს საკუთარი ბიზნესი და შესაბამისად შემოსავალი ერთი ან მეორე წყაროდან, მაგრამ მაინც ფიქრობს რომ ათწლეულები უნდა აგროვოს თანხა და ელოდოს, რომ იყიდოს ან შეცვალოს მანქანა, სახლი ან თუნდაც გააფართოვოს თავისი ბიზნესი და ფრთები შეასხას თავის გეგმებს, რეალურად ცდება, რადგან, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს ძალიან ძვირფას დროს. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ინფლაცია, როცა ჩვენი ნაგროვები თანხა დროთა განმავლობაში კარგავს რეალურ მსყიდველობით ღირებულებას. “მაშ რა ვქნა?” “სესხი ავიღო?” “და ბანკს ვუხადო პროცენტები?” - ხშირად მომისმენია მსგავსი კითხვები ძალიან ბევრი ადამიანისაგან ჩემს გარშემო, რეალურად კი სესხი ცუდი კი არა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადამიანების კეთილდღეობისათვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისათვის. მთავარია სესხის სწორად აღება - მიზნობრივი სესხი როგორიც არის იპოთეკური, ავტო ან ბიზნეს სესხი გაცილებით დაბალ რისკიანი, დაბალპროცენტიანი და ბევრად მომგებიანია მომხმარებლისათვის, რადგან თქვენ ამ თანხით რეალურად იზრდით პირად აქტივს. ერთ შემთხვევაში უძრავი ქონებაა თქვენი აქტივი, რომლის ფასიც ძირითადად მუდმივად მზარდია. ბიზნეს სესხი საშუალებას გაძლევთ რომ გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი დღეს და არა წლების შემდეგ, შესაბამისად უფრო სწრაფად მიიღოთ გაზრდილი შემოსავალი. ავტომობილი კი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომ ვიყოთ ეკონომიკურად აქტიურები, გადავაადგილდეთ ჩვენ და ჩვენი ოჯახი უსაფრთხოდ და ასევე დამატებით გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას ყოველდღიურად. ასეთი ტიპის მიზნობრივ სესხებს მაქსიმალური ვადაც უფრო დიდი აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს რომ მინიმუმამდე შევამციროთ ჩვენი ყოველთვიური შენატანი. სესხის აღებამდე ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მოვემზადოთ - პირველ რიგში, სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საჭიროება, შემდეგ სწორად შევასფასოთ ჩვენი გადახდისუნარიანობა, რაშიც რა თქმა უნდა სესხის გამცემი ორგანიზაცია გვეხმარება და ბოლოს სწორად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა რასაც სესხის აღებით ვიღებთ. ამ შემთხვევაში სესხი იქცევა თქვენთვის სიახლისა და სიხარულის მომტანად და არა ყოველთვიურ პრობლემად. აქვე დავამატებ, რომ ავიღოთ ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეკონომიკა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩვენთან და ცხოვრების ხარისხიც გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენთან, ნებისმიერ ასეთ ქვეყანაში მოსახლეობისა და ბიზნესების უმრავლესობა სარგებლობს ამა თუ იმ სესხით და მსოფლიოში რთულად მოიძებნება მაგალითი იმისა რომ რომელიმე ქვეყანის ეკონომიკა განვითარდა სასესხო პროდუქტების განვითარების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავძლიოთ შიშები, რასაც ხშირ შემთხვევაში ფართოდ გავრცელებული ნეგატიური და პროპაგანდისტული ინფორმაცია გვიქმნის, სწორად შევაფასოთ ჩვენი გადახდის შესაძლებლობები და რეალობად ვაქციოთ დღეს ის, რაზე ფიქრსაც შეიძლება მხოლოდ ოცნებებში ვბედავდეთ - ვიცხოვროთ დღეს.

ზევით