2018 წელს „გირო კრედიტი“ შეურთდა CRS კლუბს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი არის არარეგისტრირებული კავშირი, რომლის მისია არის საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.
კლუბი დაარსდა 2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოაქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და კომპანია “ჯეპრა”-ს ინიციატივით. დღესდღეობით კლუბი აერთიანებს 80-მდე წევრს, ბიზნესის, არასამათავრობო სექტორის, საჯარო სტრუქტურებისა და აკადემიის წარმომადგენლებს.
→ კლუბი მიზნად ისახავს:
◊ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია
საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია დაფუძნდა 2009 წლის აგვისტოში. მისი დამფუძნებლები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ასოციაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.
ასოციაციაში ფუნქციონირებს რამდენიმე კომიტეტი. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია “ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტი”, რომლის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა სექტორში.
„გირო კრედიტი“ 2013 წელს შეურთდა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციას და აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში, ცდილობს ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას საქართველოში.
პრეტენზიის შემთხვევაში
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის“ წინაშე არსებული პრეტენზიები კლიენტს შეუძლია წარადგინოს ზეპირად, წერილობით [გამსესხებლის ნებისმიერ ფილიალში], გამსესხებლის ვებ გვერდის [https://girocredit.ge/user_rights.] ან ელექტრონული ფოსტის [help@girocredit.ge] ან სატელეფონო ზარის [+995 32 2 38 37 37] მეშვეობით,
რომელიც განხილული იქნება მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
პრეტენზიის განხილვის წესი და პროცედურა განთავსებულია ვებგვერდზე https://girocredit.ge/user_rights.
პრეტენზიის შემთხვევაში ასევე უფლება გაქვთ მიმართოთ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას.
გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე 8 [32] 2 406 406
საჩივრის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე consumer@microfinance.ge ან ასოციაციის ცხელ ხაზზე ტელ: 295
12 11 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტის სახელზე.
„გირო კრედიტი“ უერთდება მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კამპანიას Smart Campaign.
„სმარტ კამპანია“ გულისხმობს ყველა ფინანსური პროდუქტის ფასის, ვადების და პირობების სრულ გამჭვირვალობას. სმარტ კამპანიის ფინანსური ჩართულობის სერვისის წარმომადგენელი მუშაობს კლიენტებთან, რათა მათ მიერ არ მოხდეს იმაზე მეტი ფულის სესხად აღება, რომლის დაფარვაც მათ არ შეუძლიათ ან გამოიყენონ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ სჭირდებათ. ფინანსური ჩართულობის სერვისი პატივისცემით ეპყრობა კლიენტებს და გააჩნია მაღალი ეთიკური სტანდარტები. კლიენტების უფრო ეფექტურად მომსახურეობის მიზნით, სმარტ კამპანიის ჩართულობის სერვისი საშუალებას იძლევა კლიენტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაკმაყოფილებულ იქნეს უფრო ეფექტური გზით, ასევე ფინანსური ჩართულობის სერვისი უზრუნველყოფს კლიენტის პირადი მონაცემების დაცულობას.
საიმედო ფინანსური ჩართულობის სერვისი იცავს კლიენტებს, ბიზნესებსა და ზოგადად ამ სფეროს სრულად.
სმარტ კამპანია მოიცავს ძირითად კლიენტთა დაცვის პრინციპებს, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებს ეთიკის დანერგვაში და სწორად გამართული ბიზნესის მართვაში. კლიენტთა დაცვის პრინციპები წარმოადგენენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებსაც კლიენტები ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებისგან მოელიან. ეს პრინციპები გამოიყო იმ ინოვაციური სამუშაო მიდგომიდან, რომელიც მიმწოდებლებმა, საერთაშორისო ქსელებმა და ეროვნულმა მიკროსაფინანსო ასოციაციებმა კლიენტებზე ორიენტირებული ქცევისა და პრაქტიკის განვითარების მიზნით შეიმუშავეს. ფინანსური ჩართულობის ინდუსტრიის ფარგლებში არსებობს კონსენსუსი, რომ ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა დაიცვან შემდეგი ძირითადი პრინციპები:
👆პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ. "გირო კრედიტის" მაღალკვალიფიციური კადრები კონსულტაციას გაუწევენ "პრო ბონო" ქსელის ბენეფიციარებს.
💼სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დასახმარებლად, სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ, ხშირად არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური საექსპერტო მომსახურების მისაღებად, ხოლო ამგვარი ექსპერტიზის გარეშე მათ უჭირთ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და საგრძნობი ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.